LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა თვითმფრინავმა 91 ადამიანით კატასტროფა განიცადა

52

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. „ლენტა.რუ“-სინფორმაციით,“ტუ 154“ სოჭიდან სირიაში მიემგზავრებოდა, ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ლაინერის ფრაგმენტები შავ ზღვაში იპოვეს, სანაპიროდან 1.5 კმ-ს დაშორებით.

სამხედრო თვითმფრინავი „ტუ-154“ რადარებიდან 05:40 საათზე გაქრა, სოჭიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ. საჰაერო ხომალდი სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა.

ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 83 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მუსიკოსები, რომლებიც რუსი სამხედროებისთვის ახალი წლის მისალოცად მიემგზავრებოდნენ ავიაბაზა ხმეიმიმზე. ბორტზე იყო ტელეარხების „პირველი არხისა“ და „ზვეზდას“ ჟურნალისტებიც.

წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები