LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომოდ მატარებლის დამატებითი რეისები ინიშნება

35

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.

„საქართველოს რკინიგზიდან“ ცნობით, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4-ვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე ჩავა, ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში 22:03 საათზე ჩამოვა.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა, სენაკიდან კი 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე ჩამოვა.

“მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets)”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები