LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო წარმოდგენები მოზარდ მაყურებელთა თეატრში

229

26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს ინტერაქტიულ საახალწლო წარმოდგენებზე იწვევს.

ჯადოსნური ნაძვის ხის გარშემო ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირები შეიკრიბებიან. მხიარული, ფერადი, ქორეოგრაფიული  და მუსიკალური ნომრებით გაჯერებულ  საახალწლო წარმოდგენებზე თქვენთვის იმღერებენ:  ნაცარქექია, სალამურა, პოეტი ჯუჯა, ფიფქია,  კომბლე, თოვლის ბაბუა, თოვლის გუნდა, სანტა კლაუსი, უფლისწულები, მზეთუნახავები, დედოფლები.  მამაცი დ’არტანიანი საფრანგეთის დედოფალთან ერთად გვესტუმრება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საახალწლო წარმოდგენებში სპეციალური მოწვევით მაყურებელი მომღერალ მარიკო ლეჟავას იხილავს, რომელიც თოვლის გუნდას განასახიერებს.

„საახალწლო ნაძვის ხე“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე  26 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით: 12:00, 14:00, 16:00 საათზე გაიმართება.

რუსულენოვანი მაყურებლისთვის საახალწლო წარმოდგენები 27 დეკემბრიდან მცირე სცენაზე  გაიმართება. „საახალწლო ფანტაზია“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც პატარა მაყურებელი გერდას, კაის, თოვლის დედოფალს, ტყის ელფებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები