LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში საქართველოს ელჩი მიმართვას ავრცელებს

151

საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის თანამემამულეებისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს Facebook-ის გვერდზ ვრცელდება

იოსებ ნანობაშვილი უკანასკნელ პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცველების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

“თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. ვფიქრობ ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნაგატიურ ფონს“, – წერია მიმართვაში.

იოსენ ნანობაშვილის განცხადებით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური არხებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მუდმივ დიალოგს ორ საკითხზე მაინც აწარმოებს.

“პირველი – განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი. მეორე – არ იქნას დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ“, – ნათქვამია მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები