LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს 21-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

41

საბურთალოს 21-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. საოლქო კომისიის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლები კომისიაში ამომრჩევლების რიგის ნომრებს იწერდნენ, რომელთა საშუალებით მარტივი გასარკვევია, ვინ იყო არჩევნებზე მისული. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მათ კანონი არ დაურღვევიათ. საკითხის გარკვევას კამათი მოჰყვა.

პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველთა რიგის ნომრების აღრიცხვაზე დღეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საიას“ ხელმძღვალებემაც გააკეთეს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები