LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრს არა აქვს პასუხი, მოვა თუ არა უმცირესობის სხდომაზე – ირმა ნადირაშვილი

78

„სანამ არ იკითხავს, არ შეუძლია, გვიპასუხოს, მოვა თუ არა უმცირესობის სხდომაზე,“ – ამის შესახებ დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა, განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს არა აქვს პასუხი კითხვაზე, მოვა თუ არა უმცირესობის სხდომაზე, მან ამ კითხვაზე პასუხს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც აარიდა თავი.

ჩვენ გვქონდა კითხვები, ხანძრის დროს რატომ მიმართა საქართველომ რუსეთს დახმარებისთვის. რამდენად დროული იყო ხანძრისას რეაგირება, რა ხდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე. დღეს კი იყო დიასპორის საკითხების განხილვა და სწორედ ამიტომ ვთხოვდით მას უმცირესობის სხდომაზე მოსვლას. კანონიც შევახსენეთ. მისი მოვალეობაა ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მისი მოვალეობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის კუდის ქიცინი არაა,“ –  განაცხადა ნადირაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები