LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

75

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზაციამ,  გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულთან დაკავშირებით, კონფერენცია გამართა.

კვირეულის გზავნილია “გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!”

კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და  გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა მიმართეს.

საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 – ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2010 წელს გამოცხადდა და მისი მიზანია 2020 წლისთვის  ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული მსხვერპლის 50 %-ით შემცირება. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რათა 2020 წლის მიზანს მიაღწიონ. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით კი ევროკავშირის ქვეყნებმა 20%-მდე შეამცირეს  გზებზე მსხვერპლის რაოდენობა.

კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.