LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები სექტემბერში დაბადებულ ბავშვებზე

300

როგორც ამბობენ, ყველაზე მეტი ბავშვი სწორედ შემოდგომის პირველ თვეს იბადება, ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორები არიან სექტემბრის პატარები?

ყველაზე ინტელექტუალები – მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სექტემბრის ბავშვების ინტელექტი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სხვა სეზონზე დაბადებულების.

ნორმალური წონა – მართალია, სექტემბრის ახალდაბადებულები არასდროს უჩივიან კილოგრამების ნაკლებობას, მაგრამ უკვე ზრდასრულები ჩვეულებრივ გამხრდები არიან და იშვიათად აქვთ ჭარბი წონის პრობლემები.

სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე! – Time.com-ის მონაცემებით, სექტემბერში დაბადებულები ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობისკენ.

სიმაღლის მაჩვენებელი – ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დაბადებული ბავშვები, მნიშვნელოვნად უსწრებენ ზრდაში მათ, ვინც ზამთარში ან გაზაფხულზე დაიბადა, რაც სავარაუდოდ, ორსულის ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით D ვიტამინის გაძლიერებულ გამოყოფასთანაა დაკავშირებული.

სპორტული მიღწევები – ესექსის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შემოდგომის ბავშვები ფიზიკურად ყველაზე ძლიერები და ამტანები არია, თუმცა მათ შორისაცაა კონკურენცია, რადგან „ოქტომბრელები“ და „ნოემბრელები“ ბევრად ათლეტურები აღმოჩდნენ.

კარგი ნიშანი – 23 აგვისტოსდან 22 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, ერთგულები არიან, ყველა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევენ და ყველაფერში წესრიგი უყვართ. 23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე სასწორის ნიშნით დაბადებულები კი, ყველაზე კომუნიკაბელურები და მეგობრული არიან. სხვათაშორის,  ზოდიაქოს სწორედ ამ ნიშნნებისთვისაა დამახასიათებელი შინაგანი ჰარმონიის და სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა.

ყვავილების ჰოროსკოპი – სექტემბრის პირველ ნახევარში დაბადებულები, რომელთაც ასტრა მფარველობს, ქარიზმითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან, ზამბახის მფარველობის ქვეშ, თვის მეორე ნახევარში დაბადებულები კი, ერუდირებული, ინტელექტუალები არიან და ყველაფრის გაკონტროლება უყვართ.

კანონმორჩილი მოქალაქე – კანადისა და ამერიკის მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სექტემბერში დაბადებულ ბავშვებს ყველაზე ნაკლებად ექმნებათ პრობლემები კანონთან.

ადრეული მშობიარობა – შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნული აკადემიის კვლევების თანახმად, სექტემბრის ბავშვები ხშირად ვადაზე ერთი კვირით ადრე იბადებიან.

ალერგია და ასთმა – საიტზე Prevention.com გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შემოდგომის ბავშვებში რძეზე, კვერცხსა და არაქისზე ალერგიის განვითარების რისკი 30-დან 90%-მდე იზრდება, ასთმის კი, პირიქით – 30%-თ მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები