LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უწყებების მიერ დაშინების სავარაუდო ფაქტები საარჩევნო გარემოში შიშის შემომტანია – NDI

55

“ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის ინცინდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტის შემომტანია.
ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას დელეგაციის წევრებმა დღეს გააცნეს.

“საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო უმეტესწილად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უწყობს ხელს. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელიც ამ მთავრობის უფლებამოსილების ვადას სცილდება, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ეს გამოწვევები ორ, ურთიერთგადაჯაჭვულ სფეროდ შეიძლება დაიყოს: რესურსები და დაშინება. რესურსების გამოწვევა კამპანიისთვის არათანაბარ შემოწირულობებს და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას გულისხმობს – ორივე მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ გამოწვევების მასშტაბებზე ვერ თანხმდება,” – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები