LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმის გაუქმების საკითხზე მსჯელობენ

83

საკონსტიტუციო სასამართლო პარტია „გირჩის“ დამფუძნებლების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელს განიხილავს, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას შეეხება.

მოსარჩელეები ფიქრობენ, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ამიტომ, ის ჯარიმას არ უნდა დაექვემდებაროს. სარჩელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერადაც ადეკვატური იქნება.

ცნობისთვის, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები