სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონაა ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში მისი ხსენების სიხშირე ასჯერ აღემატება სხვა კანდიდატებისას.
ბოლო პერიოდში ის საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში და საზოგადოების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. მას ქართულს უწუნებენ და ასევე დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც „ტვინების განძრევისკენ“ მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებული რეზონანსული განცხადება მცირე ხნის წინ უკან წაიღო და აღნიშნა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და არა საქართველომ…
ერთადერთი, რასაც პრეზიდენტობოს დამოუკიდებელ კანდიდატს ვერ დაუწუნებთ, სტილის შეგრძნებაა. ძირითადად, პიჯაკებს ანიჭებს უპირატესობას, მუხლს ქვემოთ ქვედაბოლოებსა და ასეთივე სიგრძის კაბებს, შარფებსაც ხშირად ირგებს და გრძელ საყურეებსაც. სალომე ზურაბიშვილს უყვარს ფერებით თამაში და ეს მის ჩაცმულობაზეც აისახება. „
იმედის“ გუშინდელ გადაცემაში, სადაც ირაკლი ჩიხლაძემ ინტერვიუზე „პირისპირ“ მიიწვია, შესანიშნავად გამოიყურებოდა, გარუჯულ კანზე თეთრი ფერის პიჯაკი მოიხდინა და შესაბამისი მაკიაჟიც ჰქონდა გაკეთებული. სალომე ზურაბიშვილი ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
გთავაზობთ მისი წინასაარჩევნო კამპანიის საუკეთესო „ლუქებს“.