LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

55

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით შემოწირულების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.

სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ 50 000 ლარი შესწირა, ხოლო 45 000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა.

სექტემბრის თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება (442,691 ლარი) ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. შემდეგ ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი – 332,245 ლარით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები