LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ბოლო 3 თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავეს

66

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, განაცხადა.

თოლორაიას თქმით, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები