LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები გრძნობებს აღარ მალავენ (ფოტო)

482

ლაურენს ოლივიეს სახელობის დაჯილდოვების ცერემონია გუშინ ლონდონში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების, კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის გამოჩენამ. მართალია წყვილის რომანზე ბევრს საუბრობენ, თუმცა, მსახიობები ოფიციალურად პირველად გამოჩნდნენ ერთად.

ლესლი როუზი ბრწყინავდა ოქროსფერ საღამოს კაბაში  Malene Oddershede Bach-ის კოლექციიდან, რომელიც ძალიან უხდებოდა მის წითურ თმას. კიტ ჰარინგტონი კი, ტრადიციისამებრ ელეგანტურ პიჯაკში იყო გამოწყობილი. წყვილი არ მალავდა საკუთარ გრძნობებს კამერასთან, რათა მათი სადებიუტო გამოჩენა წითელ ხალიჩაზე დასამახსოვრებელი გამხდარიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები