LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ რუსული ანალოგი ეკრანებზე 2017 წელს გამოდის

99

2017 წელს რუსეთის ეკრანებზე გამოდის ისტორიული სერიალი „აყვავების ხანა“, რომელიც რომანოვების სამეფო ოჯახის ცხოვრებას ეძღვნება. როგორც რუსული „ფილმგრუპის“ წარმომადგენელი, ალექსეი პეტრუხინი აცხადებს, ეს იქნება ცნობილი ამერიკული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ რუსული ანალოგი. ახალ სერიალსაც რამდენიმე რეჟისორი ეყოლება, რომელთაგან ყველა საკუთარ პერსონაჟზე იზრუნებს. უკვე ცნობილია, რომ პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ შიპკინი იქნება, რომელიც გოგოლის ცნობილი რომანის Вий-ს 3D ფორმატის ეკრანიზაციის ავტორია.

სერიალი სულ 12 სეზონისგან შედგება და თოთოეულ სეზონში 12 ეპიზოდი შევა. სერიალის დაწყებამდე ეკრანებზე სრულმეტრაჟიანი ფილმიც გამოვა.

kinopoisk.ru

kinopoisk.ru

4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები