LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კალიფორნიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა და სახლს დაეცა

35

სამხრეთ კალიფორნიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა და სახლს დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი – დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დაახლოებით, ორ კილომეტრში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა. რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები