LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამომხმარებლო სესხებზე „ვითიბი ბანკის” საზაფხულო აქცია გაგრძელდა

88

„ვითიბი ბანკმა“ სამომხმარებლო სესხების აქცია 15 აგვისტომდე გააგრძელა. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით.

“პირობების თანახმად, სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე მერყეობს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,4%-დან – 17%-მდე). საზაფხულო აქციის დროს, შესაძლებელია მიმდინარე სესხების გაერთიანება და შენატანის მნიშვნელოვნად შემცირება”, -აცხადებენ „ვითიბი ბანკში”.

მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით და უზრუნველყოფის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები