LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება

28

კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა.  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია იხილოს, თუ რა არის ეს კანონპროექტი.

„გუშინ საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი პრემიერთან განვიხილეთ. ფაქტობრივად, ვაზუსტებთ ბოლო ნიუანსებს. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდით, ჩვენ თვის ბოლოს ვაპირებთ, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ეს კანონი. ეს იქნება სწორი. ჩვენი აზრით, რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყველას ექნება საშუალება იხილოს, თუ რა არის ეს კანონპროექტი. მოგეხსენებათ, მსგავსი ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე კი ქვეყნდება ხოლმე, მაგრამ რეფორმის მასშტაბურობიდან და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ რეფორმის გარშემოა, გვსურს, რომ ყველა კითხვა, რაც არსებობს, აქედანვე დავხუროთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოს გამოვაქვეყნოთ კანონპროექტი, მივიღოთ კომენტარები. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრების ერთი რაუნდი ბიზნესასოციაციებთან, ბანკების ასოციაციებთან, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციებთან, ანუ ასე ვთქვათ, კერძო სექტორთან უკვე ჩატარებული გვაქვს. შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. ცოტა ხანში კი რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები