LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნებითვის ბიუჯეტიდან 39 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

64

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ჟვანიას თქმით, ეს თანხა სხვადასხვა მიმართულებებითაა განსაზღვრული.

“ეს არის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიების ანაზღაურება, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი, სარეკლამო სატელევიზიო ხარჯები, არის სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. მათ შორის სატრენინგო ხარჯები და ყველაფერი ეს ცხადია უკავშირდება პირდაპირ არჩევნებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არჩევნებისთვის მომზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ ამ არჩევნებს უფრო მომზადებულები შევხვდებით ვიდრე აქამდე,” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები