LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ეს შენთვის! შვიდკაცამ NBA-ის მატჩზე ქართული ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა (ვიდეო)

50

ისტორიული და შთამბეჭდავი კადრები: NBA-ის მატჩზე საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შესრულდა.

ოკლენდში, Oracle Arena-ზე, NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის შესვენებაზე „შვიდკაცამ“ საქართველოს ეროვნული ჰიმნი და „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

„გოლდენ სტეიტისა“ და „მემფისის“ შეხვედრის დასაწყისში კი „შვიდკაცამ“ აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.

ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც NBA-ის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, „შვიდკაცა“ კი აქტიურად იყო ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძიებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.

ანსამბლის ღონისძიებაში მონაწილეობის მხარდამჭერია გალფი.

 

მატჩის დაწყებამდე კი მაყურებლებს ზაზას სათამაშო Bubble Head-ები დაურიგდათ.

შეხვედრა „გოლდენ სტეიტმა“ 97:84 მოიგო. სამწუხაროდ, ზაზას ტრავმის გამო არ უთამაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები