LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

84

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: რეგიონების ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში,  პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, ახალი მედიის რეგულაციები ინტერნეტში, ინტერნეტი და ბავშვები, ინტერნეტ დომენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებას  საერთაშორისო ორგანიზაციების,  სახელმწიფო ინსტიტუციების , კერძო და არასამთავრობო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN), RIPENCC-ისა მხარდაჭერით. ღონისძიებას მასპინძლობს და მხარს უჭერს  საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA)

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში აცხადებენ, საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს 2016 წლისათვის არსებული ყველა აქტუალურისაკითხის შესახებ მრავალმხრივ დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას, მისი მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ინტერნეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები