LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უკრაინული ღორის ხორცის მთავარი საექსპორტო ბაზარია

110

უკრაინამ 2017 წლის იანვარ–თებერვალში, ექსპორტზე 1,13 ათასი ტონა ღორის ხორცი გაიტანა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო–ანალიტიკურმა ასოციაციამ “უკრაინის ღორის მწარმოებლებმა”, სახელმწიფო ფისკალურ სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინული ღორის ხორცის მთავარი ბაზარი საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში უკრაინული წარმოების 84% შემოდის. 

მართალია ღორის მწარმოებლები სხვა ბაზრებითაც არიან დაინტერესებულები: ყაზახეთში (12,4%) და თურქეთში (1.9%), თუმცა საქართველო ამ მხრივ ნამდვილად, უპირობო ლიდერია.

2017 წლის იანვარ–თებერვალში, უკრაინული სასაკლაოებიდან საქართველოში 363 ტონა და 459 ათასი დოლარის ღირებულების ღორის ხორცი გაიტანეს. 

“უკრაინის ღორის მწარმოებლების” ინფორმაციით, ეს მონაცემები წინა წლის შედეგებს 3–ჯერ აღემატება.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები