Numbeo-ს მონაცემებით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში, მე-3 ადგილზეა.
118 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე გავიდა სამხრეთ კორეა, ხოლო მეორე ადგილზე – სინგაპური.
Numbeo-ს კვლევა ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს.
კვლევის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში დაბალია:
- დანაშაულის დონე
 - სახლების გაქურდვისა და მანქანის მოპარვის მაჩვენებელი
 - თავდასხმის მაჩვენებელი
 - ნარკოდანაშაული
 - ვანდალიზმი კერძო საკუთრებაზე
 
															