LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ახალ წლამდე ახალი მთავრობა ეყოლება

74

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მთავრობა ითვლება გადამდგარად, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება დააკისროს ამავე მთავრობას, პრემიერს და მინისტრებს, შესაბამისად, ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას.

„მათ ჰქონდათ და აქვს პარლამენტის ნდობა და ექნება მანა, სანამ ახალი მთავრობა არ შეიქმნება,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ჯერია – სწორედ უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერობის კანიდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენს 1 კვირის განმავლობაში. უსუფაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე პარასკევს იმსჯელებენ.

„ახალ წლამდე მოვახერხებთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g