LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო

40

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე კირილემ მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. აუდიენციაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხსაც. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები