LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 2 მაისს წარსდგება

43

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, საბოლოო თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დღეს შედგა.

პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის მეორე ნახევარში წელს პირველად წარსდგება. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი მოხსენებით 8 აპრილს გამოვიდა, 2016 წელს 3 თებერვალს, 2015 წელს 31 მარტს და  2014 წელს 21 თებერვალს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღად 2 მაისი მისი უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო გადაწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები