LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა დანიაში 3:1 მოიგო

133

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე მატჩი ჩაატარა.

D ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიის ქალაქ იკასტის სპორტული ცენტრის დარბაზში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდა და 3:1 მოიგო.

პირველი პარტია დანიელებმა 25:21 მოიგეს, შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ სამი სეტი მოიგო – 25:17, 25:18, 25:23. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეტში დანია ექვსი ბურთით იყო წინ – 14:8, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა პარტიის შემოტრიალება შეძლო.

15 და 14 ქულა აიღეს მარიამ გაფრინდაშვილმა და გვანცა ულუმბელაშვილმა. გარდა ამისა, ულუმბელაშვილს 10 სპაიკი ჰქონდა, მანვე სამი ეისი ჩააწოდა. გაფრინდაშვილმა კი ექვსი წარმატებული ბლოკი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურის მატჩი შინ წააგო პორტუგალიასთან – 0:3. პორტუგალია მეორე ტურში შინ ხვდება საფრანგეთის ნაკრებს, რომელმაც პირველ ტურში დანიას 3:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 22 აგვისტოს, სტუმრად საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები