LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია გაიყიდა

89

გარე რეკლამის ქართული ბაზრის უმსხვილესი კომპანია Outdoor.ge გაიყიდა, შესაბამისად, შეიცვალა კომპანიის მენეჯმენტიც. საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 მარტის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე ტარიელ ჩოჩიშვილმა ჩაანაცვლა.

საჯარო რეესტრის მონაცემებითვე, Outdoor.ge-ის ერთ-ერთი მთავარი, 70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Adprojects-ია. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“; 10%-ს კი შპს „ჯეოტეკი“ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოტეკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ოფშორული კომპანია Adprojects არის.

შეგახსენებთ, რომ თბილისი გარე რეკლამების განთავსებაზე პასუხისმგებელი სულ 2 კომპანიაა: “ალმა” და outdoor.ge. კომპანიები ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ. Outdoor.ge-ს გაყიდვამდე მისი მფლობელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყო, რომელიც ბიზნეს საქმიანობას რუსეთში ეწევა. იაკობაშვილი რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები