LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა-პარკერმა ფეხსაცმლის საშობაო კოლექცია შექმნა

92

ფილმის „სექსი დიდ ქალაქში“ მთავარი როლის შემსრულებელმა, სარა ჯესიკა-პარკერმა გადაღებების დასრულებისთანავე ფეხსაცმლის კოლექციაზე მუშაობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეა რეალობად მოგვიანებით იქცა, სიახლემ გარშემომყოფებში დიდი გამოხმაურება და ოვაციები გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა საშობაო კოლექციაც შექმნა. სარა დარწმუნებულია, რომ ყოველ ქალს სურს საახალწლოდ ერთი წყვილი ახალი ფეხსაცმელი და მისი ნაწარმი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია ქალებს ამ ოცნების ასრულებაში დაეხმარება.

კოლექცია 16 ახალი მოდელისგან შედგება და მათი ფასი 355 დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები