LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო

79

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო და მათ ჯარიმის გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მიიღო. დამნაშავეებს ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

რაც შეეხება სასჯელს, გიორგი გოგიძეს 3000 ლარის, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას 5000 ლარის, კობა ტყეშელაშვილს კი 6000 ლარის გადახდა დაეკისრა. ვლადიმერ გეგეშიძეს, რომელსაც ბრალად რამდენიმე პირის მიმართ ძალადობის განხორციელება ედება, ჯარიმის სახით 7000 ლარის გადახდა მოუწევს.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები