LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვების საქმეზე ორი ადვოკატი გაამტყუნა

74

სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვის საქმეზე ბრალდებული ორი პირი, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია გაამტყუნა, ხოლო ზურაბ ჯამალაშვილი გაამართლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გელა ღურწკაიასა და ირაკლი ფხალაძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ორივე ადვოკატი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით, 2016 წლის მარტში დააკავეს. მათ ბრალად საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების მოპოვება და შენახვა ედებათ.

მათთან ერთად, საქმეზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვებასა და შენახვაშია ბრალდებული კიდევ ერთი პირი გელა ღურწკაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები