LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის

107

კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

სამუშაოების ჩასატარებლად შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა“ უკვე დაამუშავა 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქში, სადაც დღეს     კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით მოხდა 12 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები