LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით ერთი პირი გარდაიცვალა, მეორე კლინიკაში რჩება

105

ალადაშვილის კლინიკაში სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძმები მოათავსეს, რომელთაგანაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა. “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა, კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებაზე არაფერს საუბრობენ.

“ვადასტურებთ გარდაცვალების ფაქტს ახალგაზრდა მამაკაცის, რომელზეც გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით. მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. მეორე მამაკაცი კლინიკაში რჩება,” – აცხადებენ შსს-ში.

ადვოკატი ლალი აფციაური კი აცხადებს, რომ კლინიკაში ძმები სწორედ კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები