LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ევროპის ბიურო იხურება

66

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ევროპის ბიურო იხურება.  არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბიურო მუშაობას 1 თებერვლიდან შეწყვეტს.

ინფორმაციას ევროპის ბიუროს კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა, ავრცელებს.

როგორც ქარდავა სოციალურ ქსელში წერს,  აღნიშნული გადაწყვეტილება არხის ხელმძღვანელობამ ფინანსების დაზოგვის მიზნით მიიღო.

“სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს, ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს,” –  წერს ქეთევან ქარდავა “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები