LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ბალერინა, რომელიც „ჰეროკრატიაში“ პრეზიდენტის ცოლს განასახიერებს (ფოტოები)

1080

გოგა ხაინდრავას 12-სერიანი ფილმი „ჰეროკრატია“ დიდი გარჩევისა და კრიტიკის საგანია, თუმცა მას მაყურებელი ინტერესით უყურებს და მსჯელობს, რომელ რეალურ ადამიანებს გასანახიერებს ესა თუ ის პერსონაჟი.

ფილმში პრეზიდენტ ჰეროს მეუღლის, ლეას როლს ბალერინა, მოდელი და ტელეწამყვანი, ნათია ბუნტური ასრულებს. ნათიასთვის ეს პირველი სამსახიობო გამოცდილებაა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბალეტო დასში ცეკვავდა. ამ მხრივ კარიერას საქართველოში აგრძელებს, პარალელურად დაკავებულია, როგორც ტელეწამყვანი და მოდელი. მცირე ხნის წინ სალომე ღვინიაშვილის ერთ-ერთი კოლექციის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა და მარი ნაკანის ფოტოობიექტივის წინ ძალიან სექსუალურად იპოზიორა.

ნათია რამდენიმე წლის წინ, ლელა კილაძისა და სოფო ნიჟარაძის შეთავაზებით, მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებში“ ცეკვავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები