LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი უიკენდს შვილებთან ერთად ატარებს (ფოტო)

135

შარლზი ტერონის სამუშაო გრაფიკი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, რომ არაფერი ვთქვათ პრემიერებზე, საფესტივალო ვიზიტებსა და საქმიან შეხვედრებზე. ამის მიუხედავად მსახიობი ახერხებს ყოველ უიკენდზე დრო შვილებთან ერთად გაატაროს. ამჯერად 40 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში შვილებთან, ჯექსონთან და ოგესტთან ერთად სეირნობდა.

საინტერესოა, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა სასეირნოდ აკადემიური ანსამბლი შეარჩია. მას ულამაზესი ქვედაბოლო და შავი ფერის მაისური ეცვა. ანსამბლი კი Saint Laurent-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან იყო შეხამებული. ბევრად თავისუფალი სტილის სამოსი შეაჩია მსახიობმა შვილებისთვის, ჯექსონიც და ოგესტიც ფეხშიშველები სეირნობდნენ დედასთან ერთად. მალე ტერონს დედა, დერდა ალეტაც შეუერთდა. ფოტოებზე, რომლებიც პაპარაცებმა გადაიღეს, არ ჩანს ტერონის შვილების სახე. მათი გადაღება მსახიობმა ფოტოგრაფებს აუკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები