LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავნაბადა“ საერთაშორისო ფორუმზე წარდგება!

117

13-დან 16 ივლისის ჩათვლით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ფორუმზე – „ლაუკსნოს“ (Lauksnos) ლიტვის ქალაქ კლაიპედაში, ანსამბლი „შავნაბადაა“ მიწვეული.

ფორუმზე, ანსამბლი „შავნაბადა“ იუნესკოს მიერ არამეტერიალურ კულტურის ძეგლად აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას წარადგენს.

ღონისძიების (ფესტივალის/ფორუმის) ფარგლებში, „შავნაბადა“ რამდენიმე კონცერტს გამართვს, სადაც რეპერტუარი საზოგადოებრივი რადიოს ოქროს ფონდიდან იქნება გაცოცხლებული.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის ფორუმი ლიტვაში პირველად იმართება და წარმოდგენილი იქნება მხოლოდ UNESCO-ს მიერ დაცული, ტრადიციული კულტურული ელემენტები – მსოფლიო ერების ტრადიციული ზეპირსიტყვიერება, მუსიკალური კულტურა და ფოლკლორული ხელოვნების შედევრები. ფორუმი UNESCO-ს ეროვნული კომისიის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მასპინძელი ქალაქი – კლაიპედა მიჩნეულია, როგორც 2017 წლის „ლიტვის კულტურის ცენტრი/დედაქალაქი“.

ფორუმზე  ფართო სპექტრით იქნება წარმოდგენილი იუნესკოს მიერ დაცული ტრადიციული კულტურული ნიმუშები: გამორჩეული/ექსკლუზიური სიმღერა, მუსიკის შესრულების ტრადიციები, რიტუალური ფოლკლორი, ორიგინალური ხელობები, უნიკალური ტრადიციული სახელოვნებო ფენომენები და სხვადასხვა ტრადიციას შორის ჰარმონიული კავშირების ძიების შედეგები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები