LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძენილი ტანსაცმლის უკან დაბრუნება – ახალი შესაძლებლობა STORE #31-სგან

690

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია STORE #31 მომხმარებელს შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ნაყიდი პროდუქცია არ მოერგება, ან უბრალოდ არ მოეწონება, STORE #31 მას უკან მიიღებს.

როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის თანადამფუძნებელმა თითა ჯიქიძემ განუცხადა,  STORE #31-ში შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის მეორადი და ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეძენა.

”სად შეიძლება შოპინგისას დაზოგო ერთდროულად ფული და დრო? ბევრი არ არის ასეთი ადგილი, ერთ-ერთი ჩვენი ონლაინ მაღაზია – STORE #31-ია. Facebook-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აირჩიოთ, შეუკვეთოთ და მიიღოთ პროდუქტი 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს კონკრეტული ნივთი არ მოერგება, ან არ მოეწონება, შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება”, – ამბობს თითა ჯიქიძე.

მისივე ინფორმაციიით, ონლაინ მაღაზია STORE #31 ერთი წლის წინ გაიხსნა და მას პირველი მომხმარებლები მალევე გამოუჩნდა.  ამ ეტაპზე ონლაინ მაღაზიის სერვისით 20 ათასამდე მომხმარებელი სარგებლობს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

”ვფიქრობ, ჩვენი კომპანიის წარმატებას ყველაფერი ერთად ქმნის: სწორი მენეჯმენტი, შრომისა და მოვალეობების გადანაწილება, სწორად დაგეგმილი სამუშაო პროცესი, კვირაში რამდენჯერმე პროდუქციის შერჩევა, თანამშრომლების დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და ა.შ. დღეს STORE#31-ს უკვე ერთიანი გუნდი ამუშავებს. ჩვენ შევძელით ერთიანი სისტემის შექმნა: დაწყებული – ტანსაცმლის მოძიებით, დამთავრებული – მიწოდებით. მომხმარებელს კი მუდმივად სიახლეებს ვთავაზობთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეორად პროდუქციას დავამატეთ ხელნაკეთი ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზი. სამომავლო გეგმებიც ბევრია და ვაპირებთ, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.

ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენი მაღაზია არსებობს და უკვე შევძელით, შეგვექმნა გუნდი, რომელიც მუდმივად წინსვლაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ის, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ბიზნესის წარმატებას, იყო ტანსაცმლის სიიაფე და შესაბამისად, ხელმისაწვდომობა. მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქცია არის ხარისხიანი და ამავდროულად იაფი”, – აცხადებს მაღაზიის თანადამფუძნებელი.

როგორც თითა ჯიქიძე ამბობს, STORE #31-ს თავისი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაშიც: ”ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების ხელახალი მოხმარება ზოგავს ბუნებრივ რესურსებს და დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს  – იზოგება ქსოვილების ბუნებრივი მასალებისთვის საჭირო რესურსები, არ გამოიყნება ის პესტიციდები, რაც ამ მასალის ზრდა-განვითარებას სჭირდება, ასევე იზოგება წყალი. აღარ გამოიყენება საღებავები და სხვა ქიმიური საშუალებები, რაც ქსოვილის დამუშავებას სჭირდება”…

ცნობისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია STORE #31 ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობს, ის წარდგენილია ნომინაციაში ”წლის სტარტაპერი” და იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა და მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხმები სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები