LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფერხება მეტროში: მატარებელი ნახევარი საათით გაჩერდა

149

შეფერხება იყო თბილისის მეტროში. მარჯანიშვილის სადგურზე მატარებელი, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

მიზეზად სატრანსპორტო კომპანიაში მცირე ტექნიკურ ხარვეზს ასახელებენ, რის გამოც მატარებელმა გადაადგილება ვეღარ შეძლო.

გაჩერებული მატარებელი ჩიხში შეიყვანეს, მგზავრები კი შემდეგი მატარებლით გადაადგილდნენ.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები