LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნის 9 წლის ბიჭი ძალიან ჰგავს დედას (ფოტო)

143

შერონ სთოუნი ამჯერად ბევერლი ჰილზში უმცროს ვაჟთან, ქუინთან ერთად გამოჩნდა. 9 წლის ქუინი შერონის სამ ვაჟს შორის ყველაზე პატარაა. ის იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე, ამჯერად კი პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებში მისი ნახვა ახლოდანაც შეიძლება. ქუინი ძალიან გავს პოპულარულ დედას.

სადილის შემდეგ დედა-შვილი ქუჩაში ერთნაირ ფორმაში გამოჩნდა. ორივეს მწვანე ფერის სპორტული ზედა ეცვა. როგორც ჩანს, ქუჩაში ძალიან ციოდა, რადგან შერონ სთოუნს პალტო ეცვა და ქუდი ეხურა. 58 წლის მსახიობი ღიმილით შეხვდა ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები