LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა და შესაძლოა, ეს ტარიფში აისახოს – “ენერგო პრო ჯორჯია”

79

“ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური, შესაძლოა იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში,” – ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა, სემეკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“კომპანიას ბევრი მიმართულებით გაეზარდა ხარჯები, თუმცა, მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური. ანუ ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომ შემდეგ აბონენტებამდე მივიტანოთ, სწორედ ეს შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, შესაძლოა, იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სემეკის დასათვლელი და გადასაწყვეტია. არსებობს სხვა კომპონენტები, რომელიც შეიძლება დაბალანსდეს. ეს უკვე სემეკმა უნდა გადაწყვიტოს,” – განაცხადა დვალიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს ზრდა განპირობებულია ლარის კურსის მერყეობის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები