LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი მადონას ვაჟიშვილს დაეხმარება

68

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა, შონ პენმა გადაწყვიტა, მადონასა და გაი რიჩის ვაჟიშვილს დაეხმაროს. პოპ-დედოფლის ყოფილი მეუღლე წლების განმავლობაში თავად იყო ნარკოდამოკიდებული და მიუხედავად იმისა, რომ მავნე ჩვევასთან მას საერთო აღარაფერი აქვს, გადაწყვიტა 16 წლის როკოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

„მოზარდს პრობლემები მარტო მარიხუანასთან არ აქვს. ის დიდი რაოდენობით ალკოჰოლსაც ეძალება და არასასურველ საქციელსაც ხშირად მიმართავს, მაგალითად სახურავიდან გადმოხტომა და ა.შ. შონი დარწმუნებულია, რომ როკოს დახმარება შეუძლია, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – აცხადებს ვარსკვლავებთან დაახლოებული წყარო.

იმის გამო, რომ ნარკოტიკის შენახვისა და მოხმარებისთვის დაიჭირეს, მას რთულად აღსაზრდელი მოზარდების ცენტრთან ხანგრძლივი ურთიერთობა ელის. მადონა კი შვილის ლონდონში დატოვებას იმ მიზნით დათანხმდა, რომ ეს უკანასკნელი მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება.

ცნობილია, რომ პოპ-დედოფალი ამ საქმეში მამამისს, გაი რიჩის ადანაშაულებს და ყველაფერს აკეთებს, რომ შვილი საკუთარ სახლში დააბრუნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები