LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

65

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარია.

განადგურებულია  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი 2080 აბი, 1047 აბი „მდმა“, 1154 გრამი „მორფინი“, 74 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები