LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

36

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ. გ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,78 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები