LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ, სავარაუდოდ, იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა

91

სამართალდამცავებმა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა, უკვე მოახდინეს, – ამ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ “ამ ეტაპზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვთ.”

დოდო გუგეშაშვილის ახლობლები გამორიცხავენ, რომ მომხდარი თადარიგის პოლკოვნიკის წარსულ საქმიანობას უკავშირდება. ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს გამორიცხავენ. ნათესავები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები აქვს დოდო გუგეშაშვილს და სანამ ის არ გამოჯანმრთელდება, მომხდარის დეტალები უცნობი დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები