LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ თანამშრომლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

59

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები