LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი ყველაზე სტაბილური ზოდიაქალური წყვილი

72

თუ ჯერ არ გყავთ ცხოვრების თანამგზავრი, ენდეთ ვარსკვლავებს და სწორედ ისინი შეგირჩევენ ყველაზე საიმედო პარტნიორს.

ვერძი და ტყუპები

ცეცხლსა და ჰაერს – ვერძისა და ტყუპების მმართველ ორ სტიქიას ზუსტად ისე სჭირდება ერთმანეთი, როგორც ამ ნიშნებით დაბადებულ პარტნიორებს. მეტიც, ერთმანეთს ისინი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურადაც იზიდავენ, რადგან ორივე ნიშანს თანდაყოლილი ოპტიმიზმი, სიცოცხლის სიყვარული და სიამოვნების მიღების სურვილი ახასიათებს.

მშვილდოსანი და ლომი

ცეცხლოვან ნიშნებს რა თქმა უნდა ყოველთვის “ცხელი” ურთიერთობა აქვთ, მით უფრო, რომ  ვარსკვლავებმა ლომიც და მშვილდოსანიც ძლიერი ხასიათით და მუდმივი მეტოქეობის სურვილით დააჯილდოვა. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშნები ერთმანეთსაც ხშირად ეჯიბრებიან, მაგრამ შეყვარებულებს სწრაფად ავიწყდებათ კონკურენცია და თუ რამდენიმე თვე გაუძლეს ერთმანეთს, ყოველთვის ერთად იქნებიან.

სასწორი და ვერძი

კომუნიკაბელურობით და ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭით დაჯილდოვებული სასწორი და ვერძი მშვენიერი დუეტს ქმნიან და წარმატებასაც აღწევენ, რადგან კარგად ესმით და ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად.

ქალწული და მერწყული

ქალწული და მერწყული ვარსკვლავებმა სამყაროს შეცვლის და მომავლის მართვის სურვილით დააჯილდოვეს. თუმცა, საკუთარ სურვილს ორივე განსხვავებულად იკმაყოფილებს – ქალწული ბრწყინვალედ ერკვევა პრაქტიკულ საკითხებში, მერწყულს კი, უამრავი ახალი იდეა აქვს. ორი ტალანტის გაერთიანებისას კი, მშვენიერი ტანდემი იქმნება, რომელიც ყოველთვის მზადაა გრანდიოზული აღმოჩენებისთვის.

მორიელი და კირჩხიბი

ზოდიაქოს ეს ნიშნები განსაკუთრებული მესაკუთრეები არიან და პარტნიორსაც ყოველთვის საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევენ. თუმცა, სწორედ ამგვარი ურთიერთობა სჭირდება ეჭვიან მორიელს, რათა დარწმუნდეს, რომ პარტნიორისთვის ყოველთვის სასურველი და ყველაზე საყვარელია, გაუბედავი კირჩხიბი კი, მხოლოდ მორიელის გვერდით გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად.

თხის რქა და კურო

თხის რქას და კუროს პირველ რიგში ის ძალა აერთიანებთ, რომელსაც მშობლიური – მიწის სტიქია ჩუქნით, რადგან ორივე “მყარად დგას მიწაზე”, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის და თუ მთელი ცხოვრება მოგზაურობაა, მაშინ ეს დუეტიც ნებისმიერ სირთულეს თავისუფლად დაძლევს და ყოველთვის ერთად იქნება.

თევზები და კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნების მმართველი ორი სტიქიის გაერთიანით პრაქტიკულად იდეალური პირობები ქმნება ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობისთვის, რადგან კუროს პრაქტიკულობა და საღი აზრი მშვენივრად აბალანსებს თევზების ემოციურ და მეოცნებე ნატურას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები