LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლის ბოლოს ჯორჯ მაიკლი მარტოსული იყო

119

გამოცემა “რადარ ონლაინი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლეგენდარული მომღერლის, ჯორჯ მაიკლის სიცოცხლის ბოლო პერიოდი არც ისე ბედნიერი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. როგორც ინსაიდერი ყვება, ბოლო დღეებში მის გვერდით არავინ იყო.

„ჯორჯმა გაწყვიტა ურთიერთობა უმეტეს ნაცნობთან, გაუშვა მენეჯერებისა და პერსონალის ნაწილი, დაითხოვა პირადი სტილისტიც. მასთან ურთიერთობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის იმდენად ნერვიული იყო, რომ მეგობრების ნაწილს მასთან კონტაქტი აღარც სურდათ“, – აცხადებს წყარო.

ამის საპირისპიროდ, მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო აღნიშნული ვერსია და განაცხადა, რომ 53 წლის მაიკლი გული შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები