LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტიანი და იარაღიანი ბავშვების ახალი ფოტოები: „დედა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ის ვიდეო ერთადერთი შემთხვევა იყო“

282

ორი დღეა, სოციალური ქსელები მოიცვა ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ აწევინებენ ერთ-ერთ ოჯახში დაახლოებით სამი წლის ბიჭუნას სიგარეტს. პატარა ბიჭი ისე „პროფესიონალურად“ ქაჩავს სიგარეტს, რომ ზოგიერთ მნახველს გაუჩნდა განცდა, რომ ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ იყო… არადა, ტელევიზიებთან საუბრისას ბავშვის დედამ საპირისპირო განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო.

ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ვალერი კაპანაძე, რომელიც ბავშვის მამა გახლავთ, არა მხოლოდ თავის ვაჟს, არამედ ქალიშვილსაც „სთავაზობს“ სიგარეტს და არა მხოლოდ – მას თავისი გოგონა იარაღით ხელშიც ჰყავს გადაღებული.

ნინუკა ფოტოებთან ერთად ვრცელ სტატუსსაც აქვეყნებს და აღნიშნავს:

„როგორც ჩანს, ამ ბავშვების მამა არის აბსოლუტურად პათოლოგიური ქცევის მქონე ფსიქოპატი. დედაც ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ის გავრცელებული ვიდეო ერთადერთი შემთხვევა იყო. ამ ქალს გულწრფელად სჯერა, რომ საკუთარი შვილები ძალიან უყვარს; ისიც მესმის, რომ ამგვარი ქცევა საქართველოში უცხო არაა. უბრალოდ, სადღაც უნდა დასრულდეს, ოდესმე უნდა შეუშალოს ვინმემ ხელი მშობლებისგან მცირეწლოვან ბავშვებზე ამ სახის ძალადობას, მათ ფსიქიკაზე ასეთ ზემოქმედებას და მათ დამახინჯებას. იმედია, შესაბამისი სამსახურები დედის უსუსური გამართლებით არ დაკმაყოფილდებიან და მკაცრ კონტროლზე აიყვანენ ამ საქმეს. ეს ბავშვები არ არიან ამ უტვინო მშობლების საკუთრება, ისინიც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა, ისევე, როგორც მათი მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს და საზოგადოების საზრუნავია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g