LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში “ქურთი ანჯელინა ჯოლი” მოკლეს

296

რამდენიმე დღის წინ სირიის ქალაქ ჯერაბლუსთან ბრძოლისას 22 წლის ასია რამაზან ანტარი გარდაიცვალა, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებმა „ქურთი ანჯელინა ჯოლი“ მსახიობთან მსგავსების გამო შეარქვეს. ინფორმაციას kurdishdailynews.org ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გოგონა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეტაკებისას გარდაიცვალა. ამასთან, გარდაცვალებამდე მან მონაწილეობა გადამწყვეტ ბრძოლებში მიიღო.

თავდაცვის ძალებში ასია ანტარი 2014 წელს მიიღეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში სირიის ჩრდილოეთით იბრძოდა. გოგონა ცნობილი გასულ წელს გახდა, მანბიჯის ბრძოლების შემდეგ მისი ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

proxy

09132225-986201-410

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები